საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება საერთაშორისო მინერალოგიური ასოციაციის წევრია
2015 წლის დეკემბერში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო მინერალოგიური ასოციაციის წევრად აირჩიეს, რაც ყველა გეოლოგისთვის დიდი მიღწევა და გამარჯვებაა.
სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი საზოგადოების წევრებს და ყველა გეოლოგს ულოცავს საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების საერთაშორისო მინერალოგიურ ასოციაციაში გაწევრიანებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.