6 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, საგამომცემლო სახლის Nova Science Publishers (ქ. ნიუ-იორკი, აშშ) პრეზიდენტს, ქალბატონ ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
Nova Science Publishers საგამომცემლო სახლთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, ქალბატონ გოცირიძე-კოლუმბუსის უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით, საგამომცემლო სახლი რეგულარად აქვეყნებს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერთა მონოგრაფიებს და ასევე, სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო ნაშრომთა ყოველწლიურ კრებულებს.