"ანალიზხელსაწყოს" საჩუქარი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს
2015 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრმა "ანალიზხელსაწყომ" ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს გადასცა ხუთი ანალიზური ხელსაწყოსაგან შემდგარი ოთხი კომპლექტი, რომელიც გადანაწილდა ქიმიური და ბიოლობიური ტექნოლოგიებისა და ფარმაციის დეპარტამენტებზე.
თითოეულ კომპლექტში შედის:PH მეტრი PH-100, კონდუქტომეტრი КЭЛ-1М, პოტენციომეტრი АП-10, იონომეტრი И-120 და ტიტრატორი Т-201.
ფაკულტეტის კოლექტივი მადლიერებით აღნიშნავს "ანალიზხელსაწყოს" თანამშრომლების თანადგომას და მათ სურვილს, მომავალშიც განახორციელონ ანალოგიური შეთავაზება და ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში აღუდგინონ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ლაბორატორიებს მწყობრიდან გამოსული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.