მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

15-06-2010
საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
’’სამშენებლო მექანიკის აქტუალური პრობლემები’’
 
     15 ივნისს სტუ-ში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე: ’’სამშენებლო მექანიკის აქტუალური პრობლემები’’, რომელიც ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის კათედრის 50 წლის იუბილეს. კონფერენცია 17 ივნისს დასრულდება.
კონფერენციაზე სექციები იმუშავებს შემდეგი:
  • შენობა-ნაგებობათა სეისმომედეგობისა და კონსტრუქციათა არაწრფივი მუშაობის თეორიისა და კომპიუტერული რეალიზაციის პრობლემები
  • შენობა-ნაგებობათა კომპიუტერული მოდელირებისა და პროექტირების საკითხები, თანამედროვე კომპიუტერული და სპეციალური პროგრამული საშუალებებით
  • გამოყენებითი დრეკადობის თეორიის ამოცანები
  • უწყვეტ ტანთა მექანიკის არაწრფივი ამოცანები
  • წყვეტილმახასიათებლიანი გარსებისა და ფირფიტების თეორია
  • საინჟინრო ჰიდრომექანიკა  
  • რღვევის მექანიკა და ფუძე-საძირკვლები
  • სამშენებლო მექანიკის რიცხვითი მეთოდები
  • სითხეებისა და აირების მექანიკის პრობლემები
  • ელექტრომაგნიტური პროცესების დინამიკა
  • შენობა-ნაგებობათა მდგრადობა-დინამიკა
  • კომპოზიციური მასალები სამშენებლო მექანიკაში. 
     კონფერენციაზე მოსმენილი მოხსენებები გამოქვეყნდება.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11