2010 წლის 21 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა დისკუსია სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ნოვაციაზე, - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებაზე. შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. აღნიშნულ შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი”. შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.