04-12-2015
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს
2015 წლის 4 დეკემბრის
დადგენილება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის
დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“ მე-18 მუხლის საფუძველზე აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები აკადემიურ საბჭოში ჩატარდეს 2015 წლის 25 დეკემბერს;
2. აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული პირის წარმომადგენლობით საბჭოში დამტკიცება განხორციელდეს 2015 წლის 26 დეკემბერს;
3. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2015 წლის 24 დეკემბერს;
4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება პრესაში გამოქვეყნდეს 2015 წლის 5 დეკემბერს;
5. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2015 წლის 12 დეკემბერს და დასრულდეს 2015 წლის 18 დეკემბერს;
6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება;
7. კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4 სმ);
8. დანართი #1-ს შესაბამისად დამტკიცდეს განცხადება ბეჭდვითი მედიის ორგანოში გამოსაქვეყნებლად;
9. დადგენილება ძალაშია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
10. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ა. ფრანგიშვილი
აკადემიური საბჭოს მდივანი გ. სალუქვაძე
სიახლეებში დაბრუნება