14 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრო რუმინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დან მიხაი ბარლიბა.
საქართველოს აკადემიური საბჭოს 10 მაისის გადაწყვეტილებით, დემოკრატიისა და ევროპულ კულტურულ ღირებულებათა დამკვიდრებასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების განვითარებაში შეტანილი ნაყოფიერი წვლილისათვის, რუმინეთის ელჩს მიხაი ბარლიბას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. დიპლომი საზეიმო ვითარებაში საპატიო სტუმარს გადასცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა.