13-05-2010
სასწავლო საზაფხულო კურსები საფრანგეთში
ქ. პერპინიანის (საფრანგეთი) ფრანგული ენის სასწავლო საუნივერსიტეტო ცენტრი (CUEFP Perpignan - 2010) აცხადებს სასწავლო საზაფხულო კურსებს.
ცენტრი გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს შემდეგი დიპლომების მოსაპოვებლად: DELF-DALF-CCIP-TEF-TCF RI.
- ზოგადი ფრანგული – დიპლომებისათვის: A1-დან C2-მდე. კომბინირებული კურსი: 1 კვირა პარიზში + 1 კვირა პერპინიანში.
· ფრანგული სპეციფიკური მიზნებისათვის: პარიზის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის (CCIP) გამოცდა – DFP (პროფესიული ფრანგული ენის დიპლომი) იურიდიული – B2, DFP საქმიანი – B2 , DFP სამედიცინო – B2.
· თემატური სტაჟირებები: მათ შორის გაიცემა ორი საუნივერსიტეტო დიპლომი: “დიპლომატიისა და საგარეო ურთიერთობების ფრანგული ენა” და “ღვინო, ტურიზმი და კულტურა”.
სტაჟირებები: “თანამედროვე ფრანკოფონული ლიტერატურა”, “გასტრონომია, ფრანგული ენა და კულტურა”.
ლინგვისტურ-კულტურული სტაჟირება: ერთი კვირა პარიზში, ერთი კვირა პერპინიანში, სტაჟირება: „ფრანგული ენა და თეატრალური სახელოსნო“.
სიახლეებში დაბრუნება