25-11-2015
Global UGRAD - გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა
აშშ-ის საელჩო აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის Global UGRAD - გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2016/17 აკადემიური წლებისთვის.
გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას და მასში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს.
პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტებში 1-2 სემესტრით სწავლის სრულ დაფინანსებას.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 01.01.2016
დეტალური ინფორმაციისთვის: http://1.usa.gov/1KPjEpZ
სიახლეებში დაბრუნება