18-11-2015
სამეცნიერო პოპულარული ლექცია-სემინარები
11-13 ნოემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო პოპულარული ლექცია-სემინარები ჩატარდა, სადაც სტუ-ს პროფესორებმა სამეცნიერო- პოპულარული ლექციები წაუკითხეს ზოგად-საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს.
ლექციების თემატიკა სხვადასხვა საინჟინრო დარგსა და მიმართულებას მოიცავდა და მსმენელებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ლექცია-სემინარებზე მათ აქტიურ ჩართულობაში გამოიხატა.
სიახლეებში დაბრუნება