16-11-2015
კვლევა საქართველოში პლაგიატის გავრცელებისა და მასთან ბრძოლისათვის აუცილებელი მექანიზმების შესწავლის მიზნით
Erasmus+ ეროვნული ოფისი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთითა და ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ატარებს კვლევას საქართველოში პლაგიატის გავრცელებისა და მასთან ბრძოლისათვის აუცილებელი მექანიზმების შესწავლის მიზნით.
კვლევის ფარგლებში იგეგმება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოკითხვა.
ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე უნდა შეივსოს კითხვარები:
აკადემიური პერსონალისთვის (ასისტენტ პროფესორები, ასოცირებული პროფესორები და სრული პროფესორები): https://www.surveymonkey.com/r/VGTSMDT
სტუდენტებისთვის (მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები): https://www.surveymonkey.com/r/7FTJSNH
სიახლეებში დაბრუნება