12-11-2015
უნივერსიტეტში სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირი (GEAR)
12 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირის (GEAR) დაფუძნების ცერემონია გაიმართა.
ამასთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფ. გიორგი ძიძიგურმა წარმოადგინა პრეზენტაცია „სტუ-ს სტრატეგიული ხედვა და საგანმანათებლო სივრცის განვითარების ძირითადი ტენდენციები“.
სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირის აქტივობები გათვალისწინებულია:
- პოტენციურ დამსაქმებლებთან კავშირების დამყარება
- შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და კვლევა
- განსაკუთრებულად მოთხოვნადი პროფესიებისა და სპეციალობების განსაზღვრა და მათთვის ზოგადი კომპეტენციების დადგენა
- სათანადო კურიკულუმების შექმნა/მოდიფიცირება სპეციფიკური კომპეტენციების შესაბამისად, პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით
- სტუდენტთა შერჩევა, პროფესიონალური ორიენტაციის უზრუნველყოფა და HR ინკუბატორის დაფუძნება
- სტუდენტთა წარდგენა სათანადო ვაკანტურ პოზიციებზე, კომპეტენციებზე ორიენტირებული ტრეინინგების უზრუნველყოფა და სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში მათი წარმოდგენა
- შესაბამისი მონაცემთა ბაზის უზრუნველყოფა
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი ცნობილი ადგილობრივი და უცხოური საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
სიახლეებში დაბრუნება