03-11-2015
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა – 2015 (სკტ–მმ 2015)“
3 ნოემბერს, სტუ-ს ორგანიზატორობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის დაბადების 85–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა – 2015 (სკტ–მმ 2015)".
კონფერენციის მიზანია ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში თეორიული და გამოყენებითი კვლევების პერსპექტიულ განვითარებაზე, ასევე ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში მათი პრაქტიკულ დანერგვაზე მსჯელობა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია: ქართული , ინგლისური , რუსული .
კონფერენციის მუშაობის მიმართულებები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
- ტექნიკურ სისტემებში მართვის პრობლემები
- კომპიუტერული ინჟინერია
- მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება
- კლასტერული, ღრუბლოვანი, განაწილებული, პარალელური გამოთვლები და მათი საინჟინრო გამოყენებები
- ენერგეტიკის პრობლემები
- საინჟინრო ფიზიკა
- მეცნიერება და რელიგია
კონფერენცია 5 ნოემბერს დასრულდება.
სიახლეებში დაბრუნება