02-11-2015
კონკურსი სტუდენტებისთვის
Ericsson ინოვაციების პრემია 2016: „ქალაქში ცხოვრების მომავალი“
შვედური კომპანია Ericsson (NASDAQ:ERIC) აცხადებს მეშვიდე საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსს Ericsson ინოვაციების პრემია 2016 (Ericsson Innovation Awards - EIA 2016), რომლის თემას წარმოადგენს „ქალაქში ცხოვრების მომავალი“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტურ გუნდებს (2-4 სტუდენტი).
2015 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდება 10 ნახევარფინალისტი, მათ შორის 9 ნახევარფინალისტს შეარჩევს Ericsson კომპანიის ჟიური, ხოლო მეათე ნახევარფინალისტს საჯარო გამოკითხვა გამოავლენს.
საბოლოოდ შეირჩევა 4 გუნდი სუპერფინალისთვის, რომელიც სტოკჰოლმში გაიმართება.
გამარჯვებულები მიიღებენ პრემიას 25 000 ევრო. მეორე ადგილზე გასული - 15 000 ევროს, ხოლო მესამეზე - 1000 ევროს. ამასთანავე, ყველა ფინალისტს და ნახევარფინალისტს მიეცემათ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა Ericsson კომპანიაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30.11.2015.
დამატებითი ინფრომაციისათვის იხილეთ:
www.ericsson.com/innovationawards
სიახლეებში დაბრუნება