30-10-2015
პრეზენტაცია
,,ჰონკონგი, ჩინეთი - 1997“
29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუ-სა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ერთობლივად ორგანიზებული პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ტექნიკურ უნივერსიტეტში მომზადებულ ნაშრომს "ჰონკონგი, ჩინეთი - 1997".
პრეზენტაცია ითვალისწინებდა საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისათვის ახალი გზების ძიებას, რეალპოლიტიკის გათვალისწინებით.
პრეზენტაცია გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგისვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეგობარი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, აღნიშნული პრობლემით დაინტერესებული მეცნიერები.
სიახლეებში დაბრუნება