29-10-2015
სტუ-ს მაგისტრანტების წარმატებები იულიხის საგრანტო კონკურსში
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2015 წლის საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის პროგრამის ორმა მაგისტრანტმა გაიმარჯვა.
7 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშნულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ჩიტაშვილმა და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გრიგოლ აბულაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტია,ხოლო დიტო შერგელაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი.
მაგისტრანტების ხელმძღვანელები არიან პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი და პროფ. თამაზ ეთერაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და პროფ. ჰელმუტ ზოლტნერი და პროფ. ემანუელ კერტზინგერი (იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი).
მაგისტრანტები ნაშრომს იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 8 თვის განმავლობაში შეასრულებენ.
სიახლეებში დაბრუნება