ლალი პატარკაციშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა
20 ოქტომბერს, 15:00 სთ, სტუ-ს გალერეა „უნივერსში“ (მის: კოსტავას ქ.N 68, სტუ-ს I კორპუსი) გაიხსნება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის, თვითნასწავლი მხატვრის ლალი პატარკაციშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა.
გამოფენის მიზანია ცხოვრება გაუფერადოს ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს. მას უხელმძღანელებენ პროფ. ზვიად კოვზირიძე და ბაჩო მუმლაძე.