გრანტი სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის
20 ოქტომბერს, სტუ-ში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც „განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისთვის“ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ წარმოუდგინა ინფორმაცია კონკურსის - „გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის” - შესახებ.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს და მიიზიდოს მოტივირებული სტუდენტები და დაეხმაროს მათ ბიზნესისთვის საინტერესო ინოვაციური ედეების კომერციალიზაციაში.
ფონდი დასაფინანსებლად შეარჩევს საუკეთესო სტუდენტურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კომერციულად ღირებული იდეების აპრობაციას, გამოგონებების სრულყოფას, რეალიზაციას, საცდელი ნიმუშების (პროტოტიპების) დამზადებას, ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა-დამუშავებას.
პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე, საგრანტო დაფინანსება - 10 000 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში, ფონდი განიხილავს წარმატებული პროექტების გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობებს.
პროექტების წარდგენა შესაძლებელია თს ფონდის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ვებგვერდიდან: www.tsfund.ge.