29-04-2010
საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია
“ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში”
29 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია: “ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში”.
კონფერენცია პროფესორ ნიკოლოზ შენგელაიას ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიება საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის
უფროსმა, პროფ. ო. ზუმბურიძემ გახსნა. მსმენელებს მიესალმნენ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ო. გელაშვილი და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმთა მოდელირებისა და ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლ. დემეტრაძე.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ოთხი სექცია: ახალი ტექნოლოგიები (სხდომის თავმჯდომარეები თ. მეგრელიძე, ნ. დავითაშვილი), ქიმიური ტექნოლოგიები და ახალი მასალები (სხდომის თავმჯდომარეები გ. ცინცაძე, დ. ხუციშვილი), ზუსტი მეცნიერება (სხდომის თავმჯდომარეები ნ. ბოჭორიშვილი, ნ. ჩხუბიანიშვილი), ეკონომიკა და ბიზნესის მართვა (კ. ღურწკაია, მ. ტყეშელაშვილი).
კონფერენციის მეორე დღეს, 30 აპრილს, დაგეგმილია კონფერენციის შედეგების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ექსკურსია ქალაქგარეთ.

სიახლეებში დაბრუნება