თანამშრომლობა უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტთან
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტსა და უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის და ბიოინჟინერინგის ფაკულტეტს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ურთიერთთანაშრომლობაზე, შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
• ულტრაბგერული ტექნოლოგიების გავლენა მიკროორგანიზმების თხევადი კომპლექსების დამუშავებაში;
• ბიოგაზის მობილური დანადგარების შექმნა მცირე მეურნეობისათვის.
• კონსტრუქტორული დოკუმენტაციის შემუშავება დანადგარზე 5 მ 3 - მდე ბიოგაზის წარმოებაზე დღეში.