DAAD-ის წარმომადგენელი ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
8 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კოპრუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, ტარდება საინფორმაციო შეხვედრა DAAD-ის წარმომადგენელთან. შეხვედრის მიზანია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის 2016-2017 სასწავლო წლის სტიპენდიების მოპოვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ბაკალავრიატის სტუდენტებს პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მეორე კურსიდან. ამას გარდა, მონაწილეობის საშუალება ეძლევათ მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. სწავლას აფინანსებს გერმანული მხარე.