ტიანცზინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი
29-09-2015
ტიანცზინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუ-ში
28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის ტიანცზინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლი ქსუიანი (Li Xuyan), უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარე.
შეხვედრაზე განხილული იქნა სტუ-სა და ტიანცზინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული პერსპექტივები.