18-09-2015
პროექტი MATH-GEAR (TEMPUS IV-6)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს პროექტში MATH-GEAR (TEMPUS IV-6), რომლის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის გზით მათემატიკის და სტატისტიკის კურიკულუმების მოდერნიზება საქართველოს და სომხეთის უნივერსიტეტების საინჟინრო ფაკულტეტებისთვის.
პროექტის ფარგლებში ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები:
• ევროპულ პროგრამებთან შედარებული იქნა საინჟინრო დისციპლინების განხრით მათემატიკის და ალბათობის და სტატისტიკის სასწავლო პროგრამები. მოხდა ამ პროგრამების მოდერნიზება. ახალ სილაბუსებში აქცენტი გაკეთებულია საინჟინრო პრაქტიკულ მაგალითებზე და სავარჯიშოებზე;
• პროექტის მობილობის პროგრამის შესაბამისად შერჩეული იქნა სტუ-ს საინჟინრო განხრის ორი მაგისტრანტი, რომლებიც სამაგისტრო კურსებს გაივლიან პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, კერძოდ, საარლანდის უნივერსიტეში (საარბრუკენი, გერმანია) და ლიონის კლოდ ბერნარის უნივერსიტეტში (ლიონი, საფრანგეთი);
• მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ელექტრონული სასწავლო პროგრამის (Math-Bridge) დასანერგად. მზადების პროცესშია სპეციალური პორტალი მათემატიკის მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის.
პროექტის ვებგვერდი: http://www.mathgear.eu/
სიახლეებში დაბრუნება