მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გამოფენა "გზა გერმანიის გაერთიანებისკენ"

გამოფენა "გზა გერმანიის გაერთიანებისკენ"

18-09-2015
"გზა გერმანიის გაერთიანებისკენ"

18 სექტემბერს, 19:00 სთ., გერმანიის გაერთიანებიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად, გერმანიის საელჩო თბილისში და "გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის" დიქტატურის შეფასების ფედერალური ფონდი აწყობს გამოფენას "გზა გერმანიის გაერთიანებისკენ".

გამოფენა გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ.#7). ღონისძიებას გახსნიან გერმანიის ელჩი, ქალბატონი ბეტინა კადენბახი და დიქტატურის შეფასების ფედერალური ფონდის მეცნიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ბატონი დოქტორ ულრიხ მელერტი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მდიდარი ფოტო და გრაფიკული მასალა, რომელიც ასახავს გერმანიის გაერთიანების გზას 1989 წლის შემოდგომის მშვიდობიანი რევოლუციიდან 1990 წლის 3 ოქტომბრამდე - გერმანიის გაერთიანების დღემდე.

გამოფენა 22 სექტემბერს დასრულდება.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11