16-04-2010
რუმინეთის ელჩის ვიზიტი სტუ-ში

16 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რუმინეთის ელჩი საქართველოში მიხაი ბარლიბა ესტუმრა.
შეხვედრა, რომელსაც სტუდენტობა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ, გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის გეგმები, რომელთა განხორციელებასაც რუმინეთის საელჩო გეგმავს საქართველოში, კეძოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტში.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
მოგვიანებით, ელჩმა პასუხები გასცა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
სიახლეებში დაბრუნება