ვენეციის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ
12 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი ვენეციის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას არქიტექტურის, ურბანისტიკასა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გ. მიქიაშვილი, პროფ. გ.სალუქვაძე და საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი პროფ. ო. ზუმბურიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო ხასიათს ატარებდა, ზემოხსენებულ ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული.