საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის – ენერგოავტობუსის დღე
26 მარტს, 12:00 - 14:00 სთ. BP-სა და USAID-ის მხარდაჭერით სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება “საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის – ენერგოავტობუსის დღე”.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები, დონორი ორგანიზაციები, შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.