14-07-2015
საჯარო ლექცია
„ევროპული კვლევის საბჭოს მხარდაჭერა მეცნიერების განვითარების საქმეში“
18 ივლისს, 16:00 სთ., შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია „ევროპული კვლევის საბჭოს მხარდაჭერა მეცნიერების განვითარების საქმეში“ ("ERC supporting Excellence in science"). ლექციას წაიკითხავს ევროპული კვლევის საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტი მარტ საარმა.
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ სამეცნიერო დარგში მომუშავე ვიცე-რექტორებს, ასევე, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების/ცენტრების ხელმძღვანელებს.
ლექცია გაგრძელდება 45 წთ. დამატებით, 15 წუთი დაეთმობა კითხვა-პასუხს.
ლექციაზე დასწრების მსურველებმა, 16 ივლისის 16:00 საათამდე, უნდა გააგზავნონ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია:
1) სახელი, გვარი
2) ელ. ფოსტა, ტელეფონი
3) ორგანიზაცია (უნივერსიტეტი/კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი)
4) თანამდებობა
ელ.ფოსტა:
publiclecturesrnsf@gmail.com
სიახლეებში დაბრუნება