10 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში USAID - ის ქვეკონტრაქტორი ფირმის Winrock International- ის პროექტის, “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე აღნიშნულმა ფირმამ თავისი საქმიანობა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული სამუშაოების მაგალითზე წარმოადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, აღნიშნული ფირმის წარმომადგენლები.