მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ესსეების კონკურსი

ესსეების კონკურსი

04-06-2015
ესსეების კონკურსი ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ

„საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი", ფრიდრიხ ებერტის ფონდის  მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - ''ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის",  რომლის ფარგლებშიც აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე - "ინდუსტრიალიზაციისა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში". 
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში ინდუსტრიალიზაციის საკითხით დაინტერესებული პირები და შეარჩიოს საუკეთესო ესსე/პროექტი. კონკურსის დროს მიიღება ნაშრომები როგორც ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობის პოლიტიკური ანალიზის შესახებ ასევე კონკრეტული ინდუსტრიული პროექტების აღწერილობა.

  • ესსე თემაზე-ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობის პოლიტიკური ანალიზი
ნაშრომის სტრუქტურა და წინაპირობები:
1. შესავალი - ინდუსტრიალიზაცია, მისი არსი და მნიშვნელობა; 
2. მდგომარეობის აღწერა - ქართული ეკონომიკისა და მასში ინდუსტრიის ადგილი(ისტორიული მიმოხილვა და არსებული მდგომარეობა);
3. უცხოური გამოცდილება - განვითარებადი, ან განვითარების ადრეულ საფეხურზე ძლიერი სახელმწიფოების ნაბიჯები ინდუსტრიალიზაციისკენ; 
4. პერსპექტივები- საქართველოში ინდუსტრიის განვითარების საჭიროების ხარისხის განსაზღვრა, მოსალოდნელი შედეგები და რისკები;
5. შეჯამება - საქართველოს ინდუსტრიული განვითარების გეგმის მოკლე აღწერა;

სიტყვების რაოდენობა: 1400 – 2000 სიტყვა.

  • პროექტი თემაზე - კონკრეტული ინდუსტრიული დარგების განვითარება და პერსპექტივები
ესსეს წარმოდგენის სქემა და კრიტერიუმები:
1. იდეის არსი- მოკლე აღწერილობა იმისა თუ რაში მდგომარეობს ავტორის მიერ შემოთავაზებული პროექტის არსი. ( უპირატესობა მიენიჭება მსხვილი მასშტაბის წარმოებას; )
2. გამოშვებული პროდუქცია-პროექტის არსში წარმოდგენილი საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის, საწარმოს სიმძლავრის, პროდუქციის მინიმალური და მაქსიმალური სიმძლავრე; 
3. წარმოების პროცესი-წარმოების პროცესში გამოყენებადი ტექნოლოგიების აღწერილობა; 
4. ფარდობითი უპირატესობა - აღნიშნული საწარმოს საქართველოში ამუშავების უპირატესობა მსოფლიო ანალოგებთან შედარებით; 
5. მოთხოვნა და ბაზრები - გამოშვებული პროდუქციის ბაზრები, საექსპორტო პოტენციალი, პროდუქციის თვითღირებულება, გასაყიდი ფასი, უცხოური ანალოგების ფასები, კონკურენცია და ა. შ.
6. საწარმოს მუშაობის უზრუნველყოფა - ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს საწარმოსთვის აუცილებელი წიაღისეულის, სხვადასხვა დეტალებისა და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის საკითხი 
7. მოსალოდნელი შედეგები - ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს საწარმოს ამუშავებით მოსალოდნელი შედეგები. რამდენი ადამიანი დასაქმდება, რა ფინანსური შედეგი მოჰყვება პროდუქციის რეალიზაციას, რა მნიშვნელობა ექნება ამას ქვეყნისათვის, რა როლის შესრულება შეუძლია ამ იდეის რეალიზაციას სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, უსაფრთხოების და სხვა ასპექტებში. 
8. შემდგომი პერსპექტივები - ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს ის მოსალოდნელი პერსპექტივები, რომელიც ამ იდეის რეალიზაციას შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს; შესაძლო ტექნოლოგიური განახლება, სხვა ტიპის წარმოებისა თუ სერვისების განვითარების საჭიროება;
9. ბიუჯეტი და განრიგი - ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს წარმოების გამართვისა და საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო დანახარჯები.. იდეის რეალიზაციის მთელი ბიუჯეტი მოცემული უნდა იყოს ერთ რომელიმე ვალუტაში, იმავე ვალუტაში, რაშიც მოცემული იყო პროდუქციის თვითღირებულება და ფასები. ბიუჯეტთან ერთად მოცემული უნდა იყოს მისი ხარჯვის განრიგი.

სიტყვების რაოდენობა: 1400 – 2000 სიტყვა.

წარმოდგენილ ნაშრომთაგან შეირჩევა 3 გამარჯვებული. გამარჯვებულ ნაშრომებს გამოავლენს დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებული ჯგუფი. კონკურსის შემდგომ მოხდება გამარჯვებულ პროექტთა პრეზენტაცია თბილისის ორ უნივერსიტეტში. კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ სიმბოლურ ანაზღაურებას (460 ლარი, დასაბეგრი)  საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციისთვის.

ესსეების/პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 ივნისი.
  
კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: cssgprojects@gmail.com.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

საკონტაქტო პირი: ბათუ კოპალიანი 
ტელ.: 579 20 88 29 
ელ. მისამართი: cssgprojects@gmail.com

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11