სტუ-ში ეკონომიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა
22 მაისს სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტთან ახლადშექმნილი ,,ეკონომიკური პროცესების მოდელირების“ ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა.
ლაბორატორიის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს ეკონომიკურ-მათემატიკური აზროვნების უნარ-ჩვევები. ლაბორატორია სტუდენტებს დაეხმარება მიკრო და მაკრო-ეკონომიკური მოდელებისა და ეკონომიკური სისტემების შექმნაში.
ლაბორატორიის პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. მათი აზრით ეკონომიკური პროცესების მოდელირების სწავლება ეფექტურია, რაც აამაღლებს შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სტუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, პროფესორები: ლევან იმნაიშვილი, დავით იაკობიძე, მერაბ ახობაძე, ალექსანდრე სიჭინავა, ივერი კაკუბავა, პარმენ ლემონჯავა, სულხან ხუციშვილი, ტარიელ კიკვაძე, თამარ აბუაშვილი, ნატო გეგენავა, დავით გეგია და სხვები.