25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუ-ს სტუდენტთა 83-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება.
კონფერენცია გახსნა სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.
სტუ-ს სტუდენტთა 83-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 57 დარგობრივი სექცია. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს სტუ-ს და საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის 500-მდე სტუდენტი.
სტუ-ს სტუდენტთა 83-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. კონფერენციის მუშაობა 2015 წლის 25 ივნისამდე გაგრძელდება.