მშვიდობიანი აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ
25 თებერვალს სტუ-ს სტუდენტური მოძრაობის ინიციატივით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გაიმართა მშვიდობიანი აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. სტუდენტებმა პატივი მიაგეს იმ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.