მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროექტი NoGAP - სამუშაო შეხვედრა

პროექტი NoGAP - სამუშაო შეხვედრა

18-05-2015
სამუშაო შეხვედრა

პროექტი NoGAP

18 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ევროკომისიის FP7-INCO-2013-9 პროექტის NoGAP თანამშრომლობის (twinning) პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის (სლოვაკეთი, ქ. ნიტრა) რექტორი, პროფესორი პეტერ ბიელიკი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ვლადისლავ ვალაჩი. 
სტუმრები შეხვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს, რექტორის მოადგილეს, პროექტის NoGAP  ხელმძღვანელს, პროფესორ ზურაბ გასიტაშვილს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის ხელმძღვანელს, პროფესორ გიგა ქვარცხავას. შეხვედრებს აგრეთვე ესწრებოდნენ სტუ-ს პროფესორები და მოწვეული სტუმრები. განხილული იქნა ორ უნივერსიტეტს შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები .
პროექტის NoGAP თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული იყო სხვა შეხვედრებიც. სტუმრები შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თამაზ მარსაგიშვილს. მომდევნო ვიზიტი შედგა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ვიზიტის დროს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტების რექტორებმა ლაშა გოცირიძემ და პეტერ ბიელიკმა.  
პროექტის ვებგვერდი: http://www.no-gap.eu/

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11