24-02-2010
ჭადრაკის ჩემპიონატი სტუ-ში
13-16 თებერვალს ”სტუ-ს სუდენტური მოძრაობის” ინიციატივითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით სტუ-ში გაიმართა ჭადრაკის ჩემპიონატი გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელშიც სტუ-ს 250-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.
გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება VI კორპუსში გაიმრთა. გამარჯვებულებს (I, II, III ადგილი) გადაეცათ თასები, მედლები და ჭადრაკის სრული კომპლექტი.
სტუ-ს ჭადრაკის ტურნირს საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას უწევდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
სტუ-ს ჭადრაკის ჩემიონატის გამარჯვებულები ვაჟთა შორის:
I ადგილი - ლევან ბუჩუკური (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი)
II ადგილი - ბებური სულაბერიძე (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი)
III ადგილი - აკაკი ლადარია (სამშენებლო ფაკულტეტი)
სტუ-ს ჭადრაკის ჩემიონატის გამარჯვებულები გოგონათა შორის:
I ადგილი - თამუნა მათნაძე (სამშენებლო ფაკულტეტი)
II ადგილი - სალომე სირბილაძე (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი)
III ადგილი - სოფო დარჯანია (ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი)
სიახლეებში დაბრუნება