30-04-2015
სამაგისტრო სასწავლო პროგრამები რეგენსბურგის უნივერსიტეტში
რეგენსბურგის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს სტუდენტების მიღებას სამაგისტრო სასწავლო პროგრამებზე. სასწავლო პროგრამები მოიცავს შემდეგ დისციპლინებს:
• სამართალი და ეკონომიკური სისტემები
• კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერთობები
• დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური და ისტორიული განვითარების საკითხები
სწავლის ხანგრძლივობა 2 წელიწადია. სწავლება გერმანულ ენაზე მიმდინარეობს.
2015-2016 სასწავლო წლისთვის განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ივნისი.
დეტალური ინფორმაციისათვის:
www.uni-regensburg.de/europaeum
ელ. ფოსტა: ost.west@ur.de
სიახლეებში დაბრუნება