29-04-2015
სტუდენტთა 83-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
მიმდინარეობს „სტუდენტთა 83-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში“ მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია და თეზისების მიღება იწარმოებს 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით „სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში“ (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #242ბ).
რეგისტრაციისთვის სტუდენტი ვალდებულია წარადგინოს საკუთარი ნაშრომის ქართულ და ინგლისურენოვანი თეზისი. ერთი ამობეჭდილი და ერთი ელექტრონული (СD დისკზე ჩაწერილი) ვერსია.
სიახლეებში დაბრუნება