ბელორუსიის განათლების მინისტრის ვიზიტი ტექნიკურ უნივერსიტეტში
22 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბელორუსიის განათლების მინისტრი მიხაილ ჟურავკოვი ესტუმრა.
პროფ. ჟურავკოვი გეომექანიკური პროცესების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების შემსწავლელი, ბელორუსიის გეომექანიკის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი და მისი ხელმძღვანელია.
მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს და ბელორუსიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები