სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით შაბათს, 13 თებერვალს 12 საათზე სტუ-ში იწყება ჭადრაკის ტურნირი. ტურნირში მონაწილეობას სტუ-ს 250 სტუდენტი მიიღებს.
ტურნირი გაიმართება სტუ-ს VI კორპუსის ფოიეში.
სტუ-ს ჭადრაკის ტურნირს საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას უწევს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებან ურთიერთობის განყოფილებას