მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ახალი პროექტი

ახალი პროექტი

09-02-2010
სტუ- საინფორმაციო ცენტრი
 
10 თებერვლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  სტუ-ს სტუდენტური მოძრაობისახალი პროექტის - სტუ- საინფორმაციო ცენტრი-ს განხორციელება იწყება. პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების ინფორმირებას შემდეგ თემებზე: სტუ-ს კამპუსის გეგმა, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამსახურების, კათედრების, დეკანატების და ა.შ. ადგილმდებარეობისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაცია; გათვითცნობიერებას სტუდენტის უფლებებსა და მოვალეობებში, თვითმმართველობის პრინციპებისა და სტუდენტების უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობებში. პროექტის ფარგლებში სტუ-ს კორპუსებში დამონტაჟდება „ნდობის ყუთები“, ასევე შეიქმნება საინფორმაციო „ცხელი ხაზი“. პროექტის მიზანია გაიზარდოს სტუდენტ-ახალგაზრდობის ინფორმირების ხარისხი და მიეცეთ შესაძლებოლობა საკუთარი უფლებებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისა და რეალიზების.
 
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი-ს ფინანსური მხარდაჭერით.
 
პროექტის პარტნიორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ - სტუ- სტუდენტურ მოძრაობასან დარეკეთ ცხელ ხაზზე 36 33 45

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11