მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი

გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი

17-03-2015
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი ახალ შენობაში განთავსდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი
  მათემატიკის ინსტიტუტი რამდენიმე თვეში ახალ რეფორმის ფარგლებში, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი რამდენიმე ძირითად პროექტს განახორციელებს. უკვე მიღწეულია შეთანხმება ცერნის, იულიხისა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ბირთვული კვლევების ლაბორატორიებთან. თანამედროვე უახლესი კომპიუტერული სისტემა კლასტერი იძლევა საშუალებას, რომ ქართველი მეცნიერები ბირთვულ კვლევებში აქტიურად ჩაერთონ. შენობაში განთავსდება. მანამდე კი, სამუშაო შეხვედრაზე, არქიტექტურული დეტალები ზუსტდება. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი ერთ-ერთია იმ 15 დაწესებულებას შორის, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმის შედეგად, საქართველოს ტექნიკურ 
უნივერსიტეტთან ერთიანი სამეცნიერო კვლევებისთვის ერთიანდება.
პროექტის მიხედვით, ინსტიტუტი დიღომში მდებარე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილ შენობაში განთავსდება. უახლესი კომპიუტერული სისტემა კლასტერი პირველ სართულზე დამონტაჟდება. მისი საშუალებით იქნება შესაძლებელი ცერნის პროექტებში ქართველი მეცნიერების ჩართვა. პროექტის მიხედვით, მეორე-მესამე სართულებზე მოეწყობა თანამედროვე აუდიტორიები, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დარგში არსებული სიახლეების შესახებ სემინარები ჩაატარონ.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11