მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მემორანდუმი შპს „სინათლის ქალაქთან"

მემორანდუმი შპს „სინათლის ქალაქთან"

16-03-2015
ემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „სინათლის ქალაქს“ შორის

16 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „სინათლის ქალაქს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს, სტუ-ს რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა, ვასილ ხორავამ. 
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს თბილისში გარე განათების სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესების საშუალებების ერთობლივი დასახვა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადება. ამასთანავე, კომპანიის კუთვნილ სისტემაში სათანადო კვალიფიკაციის მქონე სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა და მათი შემდგომი დასაქმება. 
მემორანდუმის ფარგლებში, აგრეთვე, გათვალისწინებულია პრობლემური, ტექნიკური საკითხების გამოვლენა და გადაჭრა ახალი 
ტექნოლოგიების დანერგვის გზით.









ვიდეოს სანახავად დაკლიკეთ აქ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11