საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი აცხადებს ღია კონკურსს ანალიზისა და საინფორმაციო რესურსების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური ადგილის (1 საშტატი ერთეული) დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგის სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. ასევე კონკურსანტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლის სტაჟი.
კონკურსში მონაწილობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
- დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
- ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც ეხება ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და სინთეზის მეთოდურ-პრაქტიკულ საკითხებს და განმცხადებლის აზრით წარმოადგენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
- შესაბამისი დარგის 1 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს განმცხადებელს (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი).
საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 2015 წლის 10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, 17:00 საათამდე.
მისამართი: 0179, თბილისი, კოსტავას 1ქ.#47, მე-6 სართული, ოთახი 18.
კონკურსში მონაწილეობისათვის სასურველია საბუთები წარმოდგენილი იყოს აგრეთვე ელექტრონული ფორმით. საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული დისკით, ან გაიგზავნოს მისამართზე: tech@caucasus.net
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ტელ.: 2 335122, 2 335315, 2 335288.
პასუხისმგებელი პირი - მეგი თათარაშვილი.