10-03-2015
სტუდენტური დღეები 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია
10 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტური დღეები 2014-ის გამარჯვებულია და ტრადიციისამებრ მომდევნო წლის პროგრამის პრეზენტაციის მასპინძლობაც მას ხვდა წილად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები.
სტუდენტური დღეები 2015-ის მიზნები და ამოცანებია:
• ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
• სტუდენტების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება;
• რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება;
• თვითშემოქმედებითი და სპორტული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების გამოვლენა - წახალისება;
• შეზღუდული შესაძებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინკლუზია.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად უმაღლესმა სასწავლებლებმა რეგისტრაცია 25 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ და განაცხადი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წარადგინონ.
სიახლეებში დაბრუნება