მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტური ნაშრომების კონკურსი და კონფერენცია

სტუდენტური ნაშრომების კონკურსი და კონფერენცია

09-03-2010
 
სტუდენტური ნაშრომების კონკურსი და კონფერენცია ადამიანის უფლებების  დაცვის შესახებ
 
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ცენტრი აცხადებს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ნაშრომების კონკურსს
 
ნაშრომი უნდა ასახავდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას. წარმოდგენილი ნაშრომი სასურველია ეხებოდეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ სფეროში არსებულ ვითარებას, მათ შორის  - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, უმცირესობების უფლებების დაცვის, შეზღუდული შესაძლელბლობის მქონე პირთა უფლებების, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობის, საარჩევნო და პოლიტიკურ უფლბებისა და სხვა საკითხებს. მონაწილეები არ არიან შეზღუდულები ჩამოთვლილი საკითხებით. ნაშრომში სასურველია აისახოს კონკრეტულ სფეროში არსებული მდგომარეობა და ის წინადადებები  და რეკომენდაციები, რაც ავტორის აზრით აუცილებელია კონკრეტული უფლების ეფექტური დაცვისა და რეალიზებისთვის.
 
საუკეთესო ნაშორმების ავტორების მონაწილეობით, სახალხო დამცველის ოფისში ჩატარდება ორდღიანი კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
 
სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი დასაჩუქრდება, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი გამოქვეყნდება სახალხო დამცველის პერიოდულ გამოცემა ჟურნალსოლიდარობა“–შიყველა წარმოდგენილი ნაშრომი გამოქვყნდება ვებგვერდზე.
 
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
 
კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთის ასლი; ერთი ციფრული ფოტოსურათი და ნაშრომი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ; ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხ) თაბახის გვერდს ( ელექტრონულ და ამობეჭდილ ვერსიებში);  ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადაა 20.03.2010 წ.
 
ნაშრომები მიიღება შემდეგ მისამართზე; მაჩაბლის ქ. # 11, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, 4 სართ., ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და ელ–ფოსტაზე: konkursi@yahoo.com
 
კონკურსი ტარდება უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) მხარდაჭერით.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  899 464 782 – რუსლან პოღოსიანი (პროექტის კოორდინატორი)  893 302 258 – მიხეილ აღახანიანი (პროექტის ასისტენტი)
 
 
გისურვებთ წარმატებას!!!

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11