თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ ელექტორნული სწავლების ცენტრსა და გურიის რეგიონს შორის
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ელექტრონული სწავლების ცენტრსა და გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, მიმდინარეობს სრულად დისტანციური სასწავლო კურსები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.
პირველ ეტაპზე საპილოტე კურსებში ჩართულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ურეკის საჯარო სკოლა, სულ 35 მონაწილე.