შეხვედრა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელთნ
26 თებერვალს, 13:00 სთ, სტუ-ს შეხვედრების ოთახში გაიმართება შეხვედრა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი) წარმომადგენელთნ.
ესტონეთის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების მარკეტინგის მენეჯერი კეიტ კიისელი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნობს ესტონეთსა და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყანაში. ასევე, განხილული იქნება ესტონურ უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.