მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

განათლების საერთაშორისო გამოფენა

განათლების საერთაშორისო გამოფენა

25-02-2015

27 თებერვალს, 12:00 სთ,  საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯიაში“ (მისამართი: წერეთლის #118 საგამოფენის ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი) განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება.
საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია“ მეხუთედ უმასპინძლებს განათლების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც წელს 27-28 თებერვალს გაიმართება და რომელზეც დაინტერესებულ პირებს ორი დღის განმავლობაში, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, საშუალება მიეცემათ, გაიგონ ყველაფერი განათლების შესახებ.
გამოფენაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად,  მონაწილეობს  მსოფლიოს 100-ზე მეტი უნივერსიტეტი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჰოლანდია, თურქეთი.
გამოფენის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, გაიგონ მეტი ინფორმაცია სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ, შეხვდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც გვთავაზობენ გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და სწორად დაგეგმონ მომავალს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11