23-02-2015
იაპონიის ფონდი (Japan Foundation) აცხადებს კონკურსს ყოველწლიურ ჯილდოსთან დაკავშირებით. ჯილდო გაიცემა იაპონიის კულტურის პოპულარიზაციაში, იაპონიასთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.
კონკურსში მონაწილოება შეუძლიათ კულტურის, ხელოვნების, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე ადგილობრივ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 06.03.2015.
გამარჯვებული პირები გამოვლინდებიან 2015 წლის აგვისტოში (სამი საპროზო ადგილი).
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2015 წლის ოქტომბერში, ქ.ტოკიოში. თითოეულ გამარჯვებულ კანდიდატს გადაეცემა სპეციალური დიპლომი და ფულადი ჯილდო 3 000 000 იაპონური იენის (25 ოოო აშშ დოლარი) ოდენობით.
კონკურისის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ელ.ფოსტა: kikinsho@jpf.go.jp
სიახლეებში დაბრუნება