მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Deehubs

18-02-2015
სტუ-ს სტუდენტის გიორგი გურგენიძის საერთაშორისო აღიარება

ქ. სიეტლში (აშშ) წარმატებულად აიღო სტარტი ორი ახალგაზრდა ქართველის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის გიორგი გურგენიძის და მისი მეგობრის, ბაქარ მარუაშვილის მიერ ახლახანს შექმნილმა ახალმა სოციალურმა ქსელმა Deehubs, რომელიც  მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვითონ შექმნას გზავნილი (მესიჯი)/სურათი, გამოაქვეყნოს იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქის ქუჩებში, შენობის კედლებზე პროეცირებისა და ელექტრონული ბილბორდების მეშვეობით, მომხმარებლისათვის სრულიად უფასოდ.


თითქმის ორი თვეა, კომპანიამ დაიწყო სადემონსტრაციო ჩვენებები ქალაქ სიეტლის ქუჩებში, რამაც დიდი საერთაშორისო ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია. დღეისათვის მომსახურებით აქტიურად სარგებლობს 75 000 ადამიანზე მეტი და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება. 

პროექტის იდეა ორ მეგობარს საქართველოში გაუჩნდათ. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი სოცილური ქსელი, რომელიც Facebook-ისა და   Twiteris-სგან განსხვავებით, ინტერნეტით, მესიჯებით ადამიანებს მისცემდა საშუალებას, გამოექვეყნებინათ თავიანთი აზრები და სურათები მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, რომელთა ნახვა და წაკითხვა  კომპიუტერისა და სმარტფონების გარეშე იქნებოდა შესაძლებელი ქუჩაში როგორც ფეხით ისე ავტომობილით მოძრაობის დროს.

Deehubs-ის  საპილოტე რეჟიმის შემდეგ ეტაპზე, 2015 წლიდან იგეგმება ელექტრო ბილბორდების განთავსება ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში და მათი 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირება. 

გიორგი გურგენიძე   ბაქარ მარუაშვილი
                                                                     გიორგი გურგენიძე           ბაქარ მარუაშვილი

მესიჯების განთავსება ხდება სრულიად უფასოდ, ხოლო მათი დემონსტრირების შუალედში, სარეკლამო რგოლების განთავსება ფასიანია. Deehubs კომპანიას, როგორც სოციალური ქსელები, ისე სარეკლამო ბიზნესი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაჰყავს, მომხმარებელი უფრო ინტერესით და ხშირად უყურებს ბილბორდებს, რადგან მასზე ინფორმაციები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცველება, შესაბამისად მას არ უწევს ერთი და იგივე, ხშირად მოსაწყენი და გამაღიზიანებელი რეკლამის ყურება, რაც საგრძნობლად ზრდის მის ყურადობას და ეფექტურობას. სადემონსტრაციო ინფორმაციების შინაარსი თავისუფალია. ის შეიძლება იყოს სასიყვარულო,  საინფორმაციო, მისალოცი და სხვა ნებისმიერი შინაარსის, გარდა უცენზური გამოთქმებისა და ძალადობისაკენ მოწოდებისა.
Deehubs-მა ქართველ მომხმარებელშიც დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპანია გეგმავს 2015 წლის თებერვლიდან დაიწყოს პროექტი „ქართული ხმა ამერიკის 20 ყველაზე დიდ ქალაქში“, რომლის ფარგლებშიც ეწვევა ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ლას-ვეგასი, ნიუ იორკი, სან ფრანცისკო, ლოს ანჟელესი, მაიამი და ა .შ. რაც ათასობით ქართველს მისცემს საშუალებას, მათთვის სასურველი  ქალაქების ქუჩებში გამოაქვეყნონ თავინთი აზრები, სურვილები და სურათები, ხოლო ქართულ ბრენდებს და კომპანიებს შესთავაზოს სხვადასხვა სპონსორული პაკეტები.  

ეს  ქართული კომპანიებისათვის,  მათი  რეკლამის განთავსებისათვის საინტერესო მარკენტიგული შეთავაზებაა და მომხმარებელთან ახლებური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას აძლევს.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.deehubs.com 

სტუ წარმატებას უსურვებს უნივერსიტეტის ნიჭიერ სტუდენტს.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11